25 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვის საპირწონედ, ვინმე მემუქრებოდეს, რომ სხვა ქვეყანაში ვერ შევალ, უზომოდ შეურაცხმყოფელია - მთელი ჩემი საქმიანობით ვემსახურები ჩემს ქვეყანას - ნინო წილოსანი

შეერთებულ შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აფასებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ როდესაც სუვერენული ქვეყნის კანონმდებლების მიერ კანონის მიღება დასანქცირების საფუძველი ხდება, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს.

"ამ განცხადებით, დემოკრატია ნაგავზეა მოსროლილი, იმიტომ, რომ სუვერენული ქვეყანა და მისი კანონმდებლები, რომლებიც, იღებენ კონკრეტულ კანონს, რომელიც სხვა ქვეყნებში გაცილებით უფრო რთულ და მძიმე ფორმებში არსებობს და მეტ სამართლებრივ რეაგირებას მოიცავს, ჩვენს შემთხვევაში, დასანქცირების საფუძველი გახდეს, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს, რომ ხალხის არჩეული პირები ახორციელებენ ქვეყნის მართვას. ასევე, ერთმნიშვნელოვნად რაც ჩანს, ამ დასანქცირების გამეორებაში, კვებავს პოლიტიკურად მიწასთან გასწორებულ ოპოზიციას.

იმის საპირწონედ, რომ მე ჩემი ქვეყნის ინტერესები დავიცვა, ვინმე მემუქრებოდეს იმით, რომ სხვა ქვეყანაში ვერ შევალ, არის უზომოდ შეურაცხმყოფელი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მთელი ჩემი საქმიანობით ვემსახურები ჩემს ქვეყანას." - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები