საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ფლობს და ცდილობს მის დახმარებას:
"ეს არის ჩვენი მოქალაქე, რომელიც მუშაობს შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც აფინანსებს გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და ის დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა," – განაცხადა მაკრონმა.
მედიაში 7 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში საფრანგეთის მოქალაქე სამხედრო ხასიათის ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით დააკავეს.