25 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
მოხდა საცხოვრებელი ფართების დაკანონება - ასევე, მოსახლეობის თხოვნით, გაკეთდება სტადიონი - კახი კალაძე

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები კახი კალაძემ დაათვალიერა.

სამუშაოები ხუთი მრავალსართულიანი კორპუსის მოსახლეობის თხოვნით დაიწყო, რომელთა უმრავლესობასაც დევნილის სტატუსი აქვს.

პროექტის შედეგად, ხუთივე კორპუსი ცენტრალური ქსელით ისარგებლებს. სამუშაოების ღირებულება 1 500 000 ლარია. პროექტი აგვისტოში დასრულდება.

"ამ პროექტით, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებდათ, აღმოიფხვრება. მოხდა საცხოვრებელი ფართების დაკანონებაც. ასევე, თხოვნა იყო სტადიონის გაკეთების და ვპირდებით, რომ ესეც გავაკეთებთ,"- აცხადებს კახი კალაძე.

დღის ამბები