25 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ასეთი იყო ბოლშევიზმი - მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ - ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აშშ-ის მიერ 34-მდე ქართველი ოფიციალური და კერძო პირის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ვასილ მაღლაფერიძე ფაქტს ბოლშევიკურ მიდგომად მიიჩნევს.

"კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება!

პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად!

საცოდავი გამოხატვის თავისუფლება ხომ საერთოდ კუთხეში, ცოცხის უკან იმალება, იცის, სანქციას არ აკმარებენ.

ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ასეთი იყო ბოლშევიზმი - მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ!

ვისაც ეს გიხარიათ, მიდით ბიბლიოთეკაში და გადახედეთ 30-იანი წლების პრესას!", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

დღის ამბები