თბილისის მეტროპოლიტენის მეორე, საბურთალოს ხაზი გარკვეული დროით შეჩერებულია. როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტრო მგზავრების მომსახურებას ვერ ახერხებს.
მათივე ცნობით, ხარვეზის გამოსასწორებლად, ადგილზე სამუშაო ჯგუფი უკვე მივიდა. ამასთან, როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, სატრანსპორტო მოძრაობა შეძლებისთანავე აღდგება.