ამ წუთებში, ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის სასამართლო სხდომა იმართება. იქამდე, 44 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას, დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელსა და მის მეგობარს სანადირო თოფიდან ესროლა. ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ამბობს, რომ დანაშაულის მომენტში თავს იცავდა - შესაბამისად, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.