ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტისთვის ემზადებიან - "ნიჭიერთა ათწლედის" 90 წლის საიუბილეო ღონისძიება 8 ივნისს გაიმართება.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები არაერთ ცნობილ კომპოზიციას შეასრულებენ.
ახლა მუსიკალურ ცენტრში გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.