25 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ მაია მწარიაშვილის წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძის სარჩელი განიხილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ მაია მწარიაშვილის წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძის სარჩელი განიხილა. მოსამართლე მიქაუტაძე თბილისის ყოფილ პროკურორს მწარიაშვილს ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო უჩივის და ედავება მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას - ითხოვს სიმბოლურ კომპენსაციასა და ინფორმაციის უარყოფას.

მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობები განიხილა. დაიკითხა მოწმეც, რომელმაც სასამართლოს მაია მწარიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნო.

დღის ამბები