თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო ბაზებს თავდაცვის ძალების მეთაურთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესტუმრა. მან მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.