25 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელიც იყო სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, ფულს იხდიდა იმაში, რომ როგორმე საქართველო დაესანქცირებინათ

ეს ადამიანები არიან ბოლშევიკები, რომლებსაც, ამ ეტაპზე, მოფარებული აქვთ უბრალოდ ევროკავშირის დროშა და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა, - ასე შეაფასა რატი ბრეგაძემ ის ფაქტი, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილმა MEGOBARI აქტის ავტორ კონგრესმენს მადლობის წერილი გაუგზავნა.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკოსების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყნის დასანქცირებაში ფული გადაიხადა.

"ჩვენ ვიხილეთ იგივე FARA-ს მეშვეობით, რომ სააკაშვილს, რომელიც არის მთელი ამ ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის ბელადი, ფული აქვს გადახდილი იმაში,რომ დაერწმუნებინათ კონგრესმენები საქართველო დაესანქცირებინათ. გესმით, რაზეა საუბარი? ადამიანი, რომელიც იყო სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, ფულს იხდიდა იმაში, რომ როგორმე საქართველო დაესანქცირებინათ. ადამიანები, რომლებისთვისაც უპირატესი არის სხვა სახელმწიფოს და არა საკუთარი სამშობლოს ინტერესების გატარება, რა თქმა უნდა, ყველაფერს იკადრებენ. არცერთი თავმოყვარე ადამიანი და თავმოყვარე პოლიტიკოსი, მთავარსარდალი თუ ნებისმიერი სხვა პირი არ იკადრებს იმას, რომ ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნის დროს გახდეს საკუთარი სახელმწიფოს ოპოზიციონერი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ოპოზიცია MEGOBARI აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს, მადლობის წერილს უგზავნის და სრულად იზიარებს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების შინაარს, მათ შორის - ხელისუფლების წევრებისა და მათი შვილების სანქცირებას, ასევე ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობას.

დღის ამბები