25 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
მოწვეულია ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია, როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი - მაკა ბოჭორიშვილი საარჩევნო პროცესზე

უმრავლესობის წევრის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია მოწვეულია.

როგორც ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვა, რათა 26 ოქტომბრის არჩევნების პროცესი ობიექტურად შეფასდეს.

"მოწვეულია ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლე ვადიანი. მე იმედი მაქვს, რომ ეს მისია იქნება სრულყოფილი, ისეთი როგორიც მოვიწვიეთ და რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლით. თავად ეუთო-ოდირზეა დამოკიდებული რამდენი დამკვირვებელი იქნება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ბევრნი იქნებიან და ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დასკვნები რაც გაკეთდება, იქნება ობიექტური, რადგან პირველ რიგში, ეს საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები სწორად იყოს ჩატარებული", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები