25 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია GSAC-ის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე - ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი რუხაძე "პალიტრა NEWS"-ის ეთერში გადაცემაში "რეზიუმე" უკრაინის მაიდანიზაციის წინაპირობაზე საუბრობს და აქვე, აღნიშნავს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი.

გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მაინც გააგრძელებს და დარჩება ხელისუფლებაში, აუცილებლად მოხდება მაიდანი.

"ვისაც არ ახსოვს მაიდანის ისტორია, რა და როგორ მოხდა - იანუკოვიჩის ხელისუფლება მოვიდა სათავეში. მან პირობა დადო უკრაინელი ხალხის წინაშე, რომ უკრაინას წაიყვანდა ევროკავშირის მიმართულებით, ხელს მოაწერდა ასოცირების ხელშეკრულებას, მაგრამ შემდეგ პუტინმა დაიბარა იანუკოვიჩი მოსკოვში ისევე, როგორც სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტი, სომხეთმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე და დამთავრდა იქ ეს ამბავი, იანუკოვიჩმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე და უკრაინელმა ხალხმა ტყუილი არ აპატია. ანუ, არ აპატია ქვეყნის მიტრიალება ევროპიდან რუსეთისკენ და გამოვიდა ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით. მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა შეასრულა ასევე პუტინის ბრძანება და ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს და 33 ადამიანი დახოცა, შემდეგ ამაზე უპასუხა უკვე უკრაინელმა ხალხმა და შეცვალა იქ ხელისუფლება, ამაში ცუდი რა არის, ვერ გავიგე. ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი. უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენ შემთხვევაში პროტესტის გარდა გვაქვს ბერკეტი, რომელიც არის არჩევნები, 4 თვეში. შესაბამისად, ამ არჩევნებით საქართველოს მოსახლეობა იტყვის ეთანხმება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კურსს და თუ არ ეთანხმება და ის შეეცდება, რომ ნების წინააღმდეგ მაინც გააგრძელოს და დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება მაიდანი", - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

დღის ამბები