25 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მოძრაობის წევრმა მიაყენა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ ქალი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მოძრაობის წევრი, ვასილისა ჯაბახიძეა.

ინციდენტი გორში მოხდა - მაღაზიაში მისულ დეპუტატს ჯაბახიძემ მოღალატე უწოდა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ სიძულვილის კამპანიის უკან პარტიული აქტივისტები დგანან.

"ამაზრზენი მეთოდებით ცდილობენ ჩვენს დაშანტაჟებას, მუქარას, ის, რაც მათი ხელწერაა, ის, რაც თავის დროზე ახასიათებდათ ბოლშევიკებს, ადამიანების დევნა სიმართლისთვის და შანტაჟის ენით საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს საშუალება რომ მიეცეთ, მაუზერიდან სროლაზეც არ დაიხევენ უკან. გზაში ამედევნა "ნაცსექტის", ამ ბნელი ძალის წარმომადგენელთა მანქანა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იჯდა, როდესაც ერთ-ერთ საცხობთან გავჩერდი იქ მომცვივდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მდედრობითი სქესის ზონდერი", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

დღის ამბები