25 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
გია აბაშიძე: რა უტიფრობაა როცა კლოუნი შალვა ნათელაშვილი ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს უტევდა, მაშინ რუსების აგენტი იყო, შემდეგ ოკეანის გაღმიდან ორ ცენტად გადაიბირეს და ახლა რუსებს უტევს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის აშშ-ის კონგრესში, საქართველოს საკითხის განხილვაზე დასწრებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ უტიფრობაა, როცა მას ჯერ რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, ახლა კი პირიქით - რუსეთს უტევს.

აბაშიძის თქმით, ნათელაშვილი ორ ცენტად გადაიბირეს და “პატრიოტმა“ კონგრესმენებმა მას კაბინეტები გაუღეს.

“რა უტიფრობა და ძონძობაა “გლობალურ ომის პარტიაში“ - როცა “დაუნ ვიზ დიქტეიტე“ კლოუნი შალვა ნათელაშვილი ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს უტევდა, მაშინ რუსების აგენტი იყო. შემდეგ ოკეანის გაღმიდან ორ ცენტად გადაიბირეს და ახლა რუსებს უტევს.

“პატრიოტმა“ კონგრესმენებმა კი, კაბინეტები გაუღეს. პოლიტიკური მეძავის მხარდამჭერობა ამგვარი მეძავისგან არაფრით განსხვავდება. CARRY ON!" - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

დღის ამბები