25 ნოემბერი 2024,   07:03
ვრცლად
საქართველოს მთავრობა მიზანში იღებს სექსუალურ უმცირესობებს - მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც ქვეყნის მომავლის განადგურებისკენაა მიმართული - მიხაელ როთი

კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე "უცხოური აგენტების" შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე წერს.

მიხაელ როთის თქმით, საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც "ქვეყნის მომავლის განადგურებისკენაა მიმართული".

"კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე "უცხოური აგენტების" შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს. LGBTI-ს წინააღმდეგ რუსულ სტილში რეპრესიები საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია. მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მომავლის განადგურებისკენაა მიმართული“, – წერს როთი.

დღის ამბები