ორი ქალი, ორი განსხვავებული სოციალური სტატუსი, ბრძოლა პირადსა და ოჯახურ ღირებულებებს შორის, სიყვარული - ამას და კიდევ ბევრ ინტრიგას, მაყურებელი ექსპერიმენტულ სპექტაკლში - "ნინო, ჩემი აფროდიტე" იხილავს. ათონელის თეატრში ახლა ორი მსახიობი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება. დეკორაციები და კოსტიუმები უკვე მზადაა, პიესა კი - რამდენჯერმე გადამუშავებული.
ქართული თეატრისა და კინოს ორი ცნობილი მსახიობი - ია სუხიტაშვილი და თაკი მუმლაძე, ახალი სპექტაკლით, რომლის რეჟისორები და სცენარისტებიც თავად არიან, ათონელის თეატრის სცენაზე გაერთიანდნენ.
ერთმოქმედებიანი დრამის პრემიერა, რომელიც მაყურებელს იმას აჩვენებს, თუ როგორ მივყავართ ხშირად კომუნიკაციის ნაკლებობას კრიზისამდე, 6 ივნისს შედგება.