25 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
ვლადიმერ ბოჟაძე: კეზერაშვილს ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა "კეზერას" კანტორას?

პარლამენტის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე სიუჟეტებს ამზადებენ, ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეილები თუ ნახეთო, უვარდებიან ხალხს და, ამ დროს, თავისი მეილი არ უნახავთ, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ისედაც ადევს სავიზო შეზღუდვა, რეალურად - სანქცია.

"პარლამენტის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე სიუჟეტებს ამზადებენ, ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეილები თუ ნახეთო, უვარდებიან ხალხს და, ამ დროს, თავისი მეილი არ უნახავთ.

დავით კეზერაშვილს ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა "კეზერას" კანტორას? არ დაავიწყდათ. უბრალოდ, მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები, ამას ვეღარ დამალავენ.

არავის სავიზო შეზღუდვა არ მიხარია, ჩვენი მოქალაქეების 96% ისედაც ადევს სავიზო შეზღუდვა ანუ, რეალურად, სანქცია, მაგრამ სხვისი სავარაუდო დასანქცირება რომ გიხარია და, ამ დროს, თავად ხარ დასანქცირებული, მაგრად დასაცინი ამბავია." - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

დღის ამბები