ონის მუნიციპალიტეტში, მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა. გვიან ღამით 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.
ეპიცენტრი სოფელი ონჭევი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 112-ში 20-მდე შეტყობინება შევიდა.
სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები. დაზიანებულია შენობების კედლები.
კომისია ზარალს შეისწავლის და დასკვნას დადებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაზარალებულებს დაეხმარებიან.