25 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მიიღო სერიოზული პიარ-ზიანი და ახლა უნდა რამით გადაიტანოს ყურადღება - ჰერმან საბო "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტებზე

საპარლამენტო უმრავლესობამ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონების პაკეტი დააინიცირა, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე ცდილობს.

"2 000 წლოვან ქრისტიანულ ქვეყანაში რომ კანონპროექტით დავიცავთ ოჯახის სიწმინდეს, ასე არ ვფიქრობ. ვიცავთ კანონით სიწმინდეს, ოღონდ ოჯახები არ შეიქმნება იმდენი, ჩვენ რომ გვჭირდება ერის გამრავლებისთვის. მე ამაში ვხედავ პრობლემას. არ არსებობს ძლიერი ოჯახი, ძლიერი ეკონომიკის გარეშე. ოპოზიცია არის ბოიკოტში და რა ვიცი სპეციალურად ამ კანონისთვის არ მგონია ვინმე შემოვიდეს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

"გირჩის" წევრის, ჰერმან საბოს შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი თავიდან ბოლომდე არის მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.

"ქართულმა ოცნებამ" მიიღო სერიოზული პიარ-ზიანი მას შემდეგ, რაც ეს აგენტების კანონი შემოიტანა და ახლა უნდა რამით გადაიტანოს ყურადღება. ცდილობენ ტრიუკი გააკეთონ, მაგრამ არა მგონია რამე გამოუვიდეთ. როგორ შეიძლება ჩავერთო სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს კანონი არის თავიდან ბოლომდე მათი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი," - აღნიშნა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი ეხება 8 საკითხს, მათ შორის ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას და სექსუალური უმცირესობების შეკრებას. პრემიერის განცხადებით, პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება პრინციპულად მნიშვნელოვანია და ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა.

დღის ამბები