25 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
არ არსებობს ბუნებაში მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირებულები იყვნენ - კახა კალაძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირებულები იყვნენ​.

ასევე, კახა კალაძემ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი ევროპას ეწინააღმდეგებოდეს:

"არ არსებობს ბუნებაში მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირებულები იყვნენ. სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, დასანქცირება რომ იყოს საჭირო. თუ საუბარი იმაზეა, რატომ მივიღეთ ეს კანონი, პარლამენტი იმისთვის არის და მოსახლეობამ იმიტომ დაუჭირა მხარი ამ ხელისუფლებას, რომ უმრავლესობით მოსული "ქართული ოცნების" პირდაპირი ვალდებულებაა კანონები მიიღოს და გაითვალისწინოს ქვეყნისა და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია და შეუძლებელია ეს ყველაფერი ევროპას ეწინააღმდეგებოდეს," - აღნიშნავს კახა კალაძე.

დღის ამბები