25 ნოემბერი 2024,   07:02
ვრცლად
შვეიცარიის სენატმა უარი თქვა უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ უარი თქვა უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე იმ მიზეზით, რომ დახმარების გეგმა არღვევს სესხის აღებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

ინიციატივის ძირითადი ოპონენტები პარლამენტის ზედა პალატის მემარჯვენე წევრები იყვნენ.

კანონმდებლების თქმით, აღნიშნული პაკეტი არღვევს ე.წ. “ვალის დამუხრუჭების“ შესახებ დებულებას.

უკრაინისათვის დახმარება განკუთვნილი იყო ქვეყანაში ინფრასტრუქტურის აღდგენისა და შეკეთების მხარდაჭერისთვის.

დღის ამბები