25 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
4 ივნისს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), პასტერის, ნინოშვილის, დგებუაძის, ჩუბინაშვილის, უზნაძის, მარჯანიშვილის, თვალჭრელიძის, ტოვსტონოგოვის, ოცდაექვსი მაისის, ივანი ჯავახიშვილის, დავით კლდიაშვილის, კონსტიტუციის, გია ყანჩელის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, სანაპიროს, სანქტ-პეტერბურგის, აჭარის, აგარის, სარკინეთის, ზაზიშვილის და მარუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

დღის ამბები