25 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ხატია დეკანოიძის “დატროლვაზე“ რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ, ხომ წარმოგიდგენიათ - ნინო წილოსანი

ხატია დეკანოიძის “დატროლვაზე“ რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ, ხომ წარმოგიდგენიათ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც “ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, აქვს ინფორმაცია, რომ არსებობენ “ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ.

ნინო წილოსანი ხატია დეკანოიძის განცხადებებს იხსენებს იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო სანქციების თავის არიდების ადგილი იყო.

“ხატია დეკანოიძის “დატროლვაზე“ რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ, ხომ წარმოგიდგენიათ.

ალბათ ისიც გახსოვთ, ხატია რომ იტყუებოდა საქართველო სანქციებიდან თავის არიდების ადგილიაო... სანამ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა არ გააჩერა, იქამდე არ დაასრულა ქვეყნის მტრობა,“ - წერს ნინო წილოსანი.

დღის ამბები