25 ნოემბერი 2024,   07:03
ვრცლად
ეკონომიკური ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრი სიღარიბის შემცირებულ მაჩვენებელზე საუბრობს - რა მოლოდინები აქვს პრემიერს და მის ეკონომიკურ გუნდს

ეკონომიკური ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრი სიღარიბის შემცირებულ მაჩვენებელზე საუბრობს. ირაკლი კობახიძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ამ მიმართულებით “საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებზე გააკეთა აქცენტი. სტატისტიკით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდამ 11,8 მეათედი პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი კი 9 პროცენტით განისაზღვრა. პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა მაღალ ნიშნულს მომდევნო თვეებშიც შეინარჩუნებს.

ხელისუფლების მთავარი მიზანი, რომ სიღარიბის განულება და ეკონომიკის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებაა - ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. ვიცე-პრემიერი აქცენტს, წლის განმავლობაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე აკეთებს.

არსებული სტატისტიკა, დადებითი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს ექსპერტებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეკონომიკის ზრდა, სიღარიბის შემცირების მთავარი ფაქტორია.

ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირების ტემპზე, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახლებული მონაცემები, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

დღის ამბები