25 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
“ბოლოს, შეიძლება, ეს ქარტია გადააკეთონ პარტიად“ - არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

“როგორც ჩანს, ერთი-ორი წელი კიდევ დასჭირდებათ, ვიდრე ქარტიის საბოლოო ტექსტზე შეთანხმდებიან და ბოლოს, შეიძლება, ეს ქარტია გადააკეთონ პარტიად“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ქარტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პარალელურ განზომილებაში მიჰყავთ პროცესები.

“როგორც ჩანს, ერთი-ორი წელი კიდევ დასჭირდებათ, ვიდრე ქარტიის საბოლოო ტექსტზე შეთანხმდებიან და ბოლოს, შეიძლება, ეს ქარტია გადააკეთონ პარტიად. არ არის გამორიცხული, ასე მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში.

ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ სხვადასხვა პარტიული ნომრებითა და ფერებით გადაფუთული “ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არ იყვნენ რეალური ოპოზიციური პარტიები. მოვიდოდა დრო, როდესაც მათ დაუძახებდნენ და ისევ ერთიან ჯგუფად ჩამოაყალიბებდნენ.

არიან პარალელურ რეალობაში, ჰყავთ ვირტუალური მთავრობა, ორი წლის წინ შექმნეს, ახლა, ვირტუალურ პრეზიდენტზე შეთანხმდნენ. აქვთ თავისი ვირტუალური ქარტია, თავისი ვირტუალური რეალობა და პარალელურ განზომილებაში მიჰყავთ პოლიტიკური პროცესი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობასთან“ გაერთიანება არცერთ პარტიას არ ეპატიება.

“ნაცმოძრაობასთან“, რომელიც იყო ღალატის, ტირანიის, ადამიანების ჩაგვრის პარტია, რომელიც იყო რუსეთის ინტერესების გამტარებელი პარტია, იმასთან რომ გაერთიანდები, ვინ გაგიტარებს ამას. ხაზარაძე ყოველთვის იყო “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თავის საქმიანობით, ერთად იყვნენ შეკავშირებულები, როდესაც საპროცესოებს აფორმებდნენ, ეს არ არის ახალი პარტია, “გირჩი -ჩახდილები“ იგივე არ იყო?! “ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ბოკერიაა თავის ჩერგოსთან ერთად ახალი მოძრაობა?! იდეოლოგია იყო იმ მწვალებელთა პარტიის. იქნებ, ჯალათი გვარამიაა, თავის ახალი სათვალით, ევროპული ყაიდის?! ვის ატყუებენ?!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები