25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

მარნეულში საფეხბურთო UEFA-ს კატეგორიის სტადიონი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, კულტურისა და სპორტის მინისტრი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრნენ. მათ სტადიონზე მყოფ სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს.

ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ქალაქ მარნეულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაასრულა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ახალ, ხელოვნურ საფარიან საფეხბურთო სტადიონზე აშენდა 2000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა და დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების სისტემები. სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აუცილებელ ყველა სივრცეს: გასახდელებს, საშხაპეებს, სწრაფი კვებისა და ტელერეპორტაჟების სივრცეებს და სხვა სამეურნეო და ტექნიკურ სათავსოებს. სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტი განხორციელდა ენერგოეფექტურობის ღონისძიებებით, რაც ითვალისწინებდა გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგ გადაწყვეტებს, გადახურვისა და კედლების თბოიზოლაციას.

დღის ამბები