25 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
მგონი, პარტიებმაც არ იციან, რას აწერენ ხელს, კომენტარებზე ემჩნევათ - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ქარტიაზე

"ამ ქარტიას იგივე ბედი ელის, რა ბედიც მოყვა სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ე.წ. რეფერენდუმს", - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის ქარტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მაჭარაშვილი თქმით, თავად ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა არ იციან, რას აწერენ ხელს.

"მგონი, პარტიებმაც არ იციან, რას აწერენ ხელს, კომენტარებზე ემჩნევათ. ამბობენ, რომ ერთიან სიაზე თანახმა არ არიან, ცალ-ცალკე აპირებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ამ ქარტიას სხვა რა მიზანი აქვს?! არ შეიძლება, ჰქონდეს სხვა მიზანი, გარდა იმისა, რომ ერთიან სიაში დედოფალი ზურაბიშვილი დასვან პირველ ადგილზე, როგორც თვითონ უნდა. ამიტომ, ამ ქარტიას იგივე ბედი ელის, რა ბედიც მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ე.წ. რეფერენდუმს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები