25 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
უკრაინაში პოლონელი ინსტრუქტორების გაგზავნაზე ეფექტიანი და უსაფრთხო პოლონეთში მცხოვრები უკრაინელებისგან ქვედანაყოფის ჩამოყალიბება, მათი გაწვრთნა და გაგზავნა იქნება - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინაში პოლონელი ინსტრუქტორების გაგზავნაზე ეფექტიანი პოლონეთში მცხოვრები უკრაინელებისგან ქვედანაყოფის ჩამოყალიბება და მათი გაწვრთნა იქნება - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, პოლონეთმა განიხილა უკრაინის თხოვნა ქვეყანაში სამხედროების გაწვრთნისთვის ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ. თუმცა აღნიშნა, რომ უფრო ეფექტიანად მიაჩნია ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელი კაცებისგან ქვედანაყოფის შექმნა.

"დავასკვენით, რომ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება პოლონეთში გავწვრთნათ უკრაინელები, რომლებიც ჯარში გაწვევას ექვემდებარებიან“, - განაცხადა სიკორსკიმ.

18-დან 60 წლამდე უკრაინელ კაცებს საომარი მდგომარეობის გამო ქვეყნიდან გასვლა აკრძალული აქვთ. აპრილის ბოლოს კიევში დააანონსეს, რომ დროებით აჩერებენ გასაწვევი ასაკის კაცებისთვის საკონსულო მომსახურებას საზღვარგარეთ, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს.

ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას მობილიზაციას დაქვემდებარებული კაცების დაბრუნებაში დაეხმარება, მაგრამ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილა "ეთიკურად არაერთგვაროვანია".

"თუმცა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ უკრაინას სურს მისმა დამცველებმა საკუთარი სამშობლო დაიცვან“, - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები