სხვადასხვა, შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები თბილისში - არასამთავრობო ორგანიზაციის შენობებზე, უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.
"აგენტები", "მონები", "ფაშისტები" - წერია შენობების კედლებზე. დღეს, მსგავსი შინაარსის წარწერები გამოჩნდა შენობასთან, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - "ადამიანის უფლებათა ცენტრის", "საფარისა" და "უფლებები საქართველოს" ოფისები მდებარეობის.
ოფისებთან წარწერები დაუდგენელმა პირებმა გააკეთეს.