25 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა, პარტიებს თუ რამის თავი აქვთ, არჩევნებისთვის მოემზადონ - ირაკლი ღარიბაშვილი

მმართველი გუნდისთვის, ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" სახელისუფლებო გუნდის წევრების მიმართ ბულინგზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ოპონენტებისა და აქტივისტების შეურაცხმყოფელი ქმედებები დასაგმობია.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ დაუსრულებელი თავდასხმები, რომელსაც დასავლეთის კრიტიკა ახალისებს, ქვეყანაში პოლარიზაციას აღრმავებს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს თუ რამის თავი აქვთ, მოემზადონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

"ვემიჯნები ძალადობას. საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა ჯერ კიდევ ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა ქვეყანაში. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე, დამშვიდება სჭირდება სიტუაციას. პარტიები, თუ რამის თავი აქვთ მოემზადონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. სამწუხაროდ, ეს დაძაბული ველი, რაც არის ქვეყანაში, ეს პოლარიზაცია არ არის კარგი სანახავი. საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა, პაექრობა. თუ ამ ადამიანებს მართლა უნდათ ევროპა და უნდათ, რაღაც შეცვალონ, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ საკუთარი დამოკიდებულება, რიტორიკა. მოემზადონ არჩევნებისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები