გერმანიის სამხრეთში სტიქიას ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბავარიის ქალაქ აუგსბურგში, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ნაპირიდან გადმოვიდა და სარკინიგზო ხიდი დააზიანა.
დატბორილია რამდენიმე დასახლებული რაიონი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. დროებით შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.