დღეს წიგნის ფესტივალის ბოლო დღეა. "ექსპო ჯორჯიაში" არაერთი სტენდია მოწყობილი. მე-11 პავილიონში, ტრადიციულად, წარმოდგენილია როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, მე-6 პავილიონში კი თავმოყრილია საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე - საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.