25 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ორგანიზაცია "სირცხვილიას" წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ - "ქართული ოცნების" პრესსამსახური

ორგანიზაცია "სირცხვილიას" წევრები, სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

როგორც "ქართული ოცნების" პრეს-სამსახურში აცხადებენ, ნიკოლაიშვილი და ბერძენიშვილი დეპუტატებს მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა.

ცნობისთვის: არსებული ინფორმაციით, ორგანიზაცია "სირცხვილია" აშშ-ს დემოკრატიის ფონდის ( NED ), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის ( EED ) და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა დროს ორგანიზებას უწევს ანტისახელისუფლებო კამპანიებსა და საპროტესტო აქციებს.

დღის ამბები