25 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
პრეზიდენტის ინიცირებული ქარტია - რომელი პარტიები უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის იდეას და როდის აპირებენ ქარტიაზე ხელის მოწერას

ექვს დღღიანი ვადა ამოწურულია, პრეზიდენტის ქართულ ქარტიას კი ხელმომწერი ჯერ არ ჰყავს. რატომ არ იკითხება დოკუმენტზე არცერტი პარტიის სახელი? ოპოზიციის ნაწილი იდეას იწონებს, თუმცა ამბობენ, რომ ქარტიას ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ. მოკლევადიანი პარლამენტი და მთავრობის ახალი მოდელი - ორბელიანების მოედნიდან გაჟღერებული ინიციტივა, ყველას მისწვდა მაგრამ ყველამ არ გაიზიარა. იდეას იწუნებს "გირჩი", რომელიც ქარტიის სულისკვეთების გაზიარებას ხელმოწერით არ აპირებს. ომის ქარტია - ასე აფასებს პრეზიდენტის იდეას მმართველი გუნდში, სადაც ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ოფიციალურად გახდა.

პრეზიდენტის შეთავაზებას "ნაციონალური მოძრაობა" ხელს აწერს. იმავეს გეგმავს "სტრატეგია აღმაშენებელიც". ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სპეციალური ღონისძიების გამართვას გეგმავს, სადაც ხელმოწერის ცერემონია შედგება. სად და რა ფორმატის შეხვედრა იგეგმება, დღეს არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუმარტავთ.

დოკუმენტის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ხელმომწერი ძალები თანხმდებიან, რომ ჩამოყალიბდება ტექნიკური მთავრობა, გაუქმდება კანონი გამჭვირვალობის შესახებ და ერთი წლის ვადაში ჩაატარებენ რიგგარეშე არჩევნებს. ზურაბიშვილის შეთავაზება მიუღებელია "გირჩისთვის". პარტიაში ამბობენ, რომ ქარტიის შინაარსი ბუნდოვანია და დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება. კონსულტაციების რეჟიმშია "ლელო".

სალომე ზურაბიშვილის მემორანდუმს, საპარლამენტო უმრავლესობა ლოკალური ომის ქარტიას უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ საერთო დოკუმენტზე ხელმოწერით ოპოზიციის რეალური მიზნების ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოხდება. მათივე შეფასებით, ზურაბიშვილისა და კონკრეტული ოპოზიციონერების გაერთიანებას პერსპექტივა არ აქვს.

სამოქმედო გეგმასა და "ქართული ქარტიის" შინაარსზე სალომე ზურაბიშვილმა, 26 მაისს, ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა და ოპოზიციას ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები