სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. მეუფე იაკობმა ქართველების გონიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ახალი ურთიერთობების დაწყება აუცილებელია. მან აქცენტი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც გააკეთა.
"ჩვენ თვითონ ვიბრძოდით რუსეთთან აფხაზეთის ტერიტორიაზე. ბევრმა ჩვენმა მეგობარმა თავიც დადო, ჩვენ თუ ცოცხლები ვართ ახლა, უფალმა დაგვტოვა ცოცხლები. ვიღაცებს არც უბრძოლიათ ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც დღეს უდიერად მოგვიხსენიებს, რომ ოკუპანტის მხარეს ვართ, ეს არის ჩვენი დიდი შეურაცხყოფა. თუ გინდათ, რომ ქართველები შეურაცხყოთ, თქვენს პატივისცემას დავკარგავთ. თუ გაწყობთ ჩვენთან ურთიერთობები არ გქონდეთ, თვითონ გაქვთ ასარჩევი," - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი.