25 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
მიხაელ როთს გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორია პასუხობს: კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა, თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

"ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია", - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითაც ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ.

როგორც იზორია აცხადებს, ქართული ტოლერანტობა, რომელიც სამაგალითოა მთელს მსოფლიოში, სწორედ საქართველოს ეკლესიის წიაღში ჩაისახა.

"ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა.

თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ისტორიულად, ის საქართველოს ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ!" - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისათვის, მიხაელ როთმა X-ზე დაწერა: "რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მრევლი ვალდებულები არიან, გაუძლონ კრიტიკას. ზოგიერთს ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრობლემები აქვს: ჩემს შემთხვევაში ეს ქართული მართლმადიდებლობაა, ისევე როგორც ისლამი".

დღის ამბები