სხვადასხვა შინაარსის წარწერები თბილისში - არასამთავრობო ორგანიზაციის შენობებზე, უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი მინაწერები დატოვეს. "აგენტები," "მონები," "ფაშისტები,"- წერია შენობების კედლებზე.
მსგავსი შინაარსის წარწერებია ბათუმშიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების საცხოვრებელ სახლებთან და პოლიტიკური პარტიების ოფისებთან წარწერები დაუდგენელმა პირებმა გააკეთეს.