თავდაცვის სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
"არმიჰოლში" სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების შვილები ღონისძიებას დაესწრნენ, რომელშიც საბავშვო მუსიკალური კონკურსის - "რანინას" მომღერლები მონაწილეობდნენ. ბავშვების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმაც.
ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სამხედროების შვილებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმაც უმასპინძლა.