25 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"რა შანსიც ჰქონდა რეფერენდუმს, სულელურ ინიციატივას, ის შანსი აქვს ამ ე.წ. ომის ქარტიას" - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

ვინ უერთდება პრეზიდენტის ქართულ ქარტიას - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც იდეას მხარს არ უჭერენ.

მოკლევადიანი პარლამენტი და მთავრობის ახალი მოდელი – ასეთია ორბელიანების სასახლიდან გაჟღერებული სამოქმედო გეგმა ოპოზიციისთვის. მმართველ გუნდში ზურაბიშვილის ეს ინიციატივა ომის ქარტიად უკვე შეფასდა.

"რა შანსიც ჰქონდა რეფერენდუმს, სულელურ ინიციატივას, იმავე საღამოს თავზე რომ დაახურეს ეს ინიციატივა ოპოზიციურებმა და ექსპერტებმა, ის შანსი აქვს ამ ე.წ. ომის ქარტიას. ეს ჩვეულებრივი ომის ქარტიაა, სადაც ზურაბიშვილს უნდა, რომ ეს პარტიები გააერთიანოს. საერთო იქნება ეს სია, თუ ცალკე, ისინი დამარცხებულები არიან და შესაბამისად, მე დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ ომის ქარტიის ხელმომწერებს შორის,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები