იაშვილის კლინიკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადების მქონე 52-მა ბავშვმა, პირველი ივნისი ანიმაციურ გმირებთან ერთად იზეიმეს და საჩუქრები მიიღეს.
მე-5 წელია, იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიების ჩართულობით მასშტაბურად აღინიშნება.
წელს, კომპანიებისა და ფიზიკური პირების დახმარებით ბავშვებისთვის შეგროვებულმა თანხამ 19 427 ლარი შეადგინა, საიდანაც თანხის დარჩენილი ნაწილი, კერძოდ 984 ლარი ბავშვთა ჰოსპისს,
წლევანდელი ღონისძიების შექმნაში ბავშვების დასახმარებლად რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არიან - SmartSoft, თეგეტა, სამშენებლო კომპანია ბლოქსი, EMD Group, ბიბლუსი ჯგუფი, Limlat Sparkle.