25 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
არავის გამოუვა ფაშისტური ქმედებებით დაანახოს საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად მძლავრობს სიმართლეზე, რწმენაზე, სუვერენიტეტზე - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ჯაშუშობის მუხლით ყველა იმ პირის გასამართლებას ითხოვს, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებს. მან საკუთარი სკანდალური ინიციატივა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა.

"საქართველოში არავის გამოუვა ის, რომ ფაშისტური ქმედებებით, როდესაც კანონი უკვე მიღებულია, დაანახოს საზოგადოებას, რომ ის რაღაცნაირად მძლავრობს სიმართლეზე, მძლავრობს რწმენაზე, მძლავრობს სუვერენიტეტზე. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ დიდი მტკიცებულებებიც არ დასჭირდება მოსამართლეს იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც უკვე აღიარებითი ჩვენებებიც იქნება თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევებზე, როდესაც ესა თუ ის აქტივისტი ფაშისტური ქმედებებით ან დეპუტატს, ან მის ოჯახის წევრს, ან ნებისმიერ მხარდამჭერს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები