29 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება და რეფინანსირების განაკვეთი შევამცირეთ - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0,25 პუნქტით, 8 პროცენტამდე ამცირებს. სებ-ის ცნობით, საქართველოში დაბალ ინფლაციური გარემოა და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდეგ 3-პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე, ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და შევამცირეთ რეფინანსირების განაკვეთი. შესაბამისად, დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8% გახდა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ფუნდამენტური მაკროეონომიკური ფაქტორების შეფასების საფუძველზე. ჩვენ ვაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შერბილების პროცესს," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები