26 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
პრაღაში მომხდარმა სროლამ ძალიან შეგვძრა, მინდა გულითადი წუხილი გამოვთქვა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო, ჩეხეთის რესპუბლიკას და მის მოქალაქეებს მიუსამძიმრა.

როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სოლიდარობის ნიშნად, მხარს უჭერს ჩეხეთის რესპუბლიკას ამ მძიმე წუთებში.

"პრაღაში მომხდარმა სროლამ ძალიან შეგვძრა, მინდა გულითადი წუხილი გამოვთქვა. ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და მათი ოჯახები დაზარალდნენ. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სოლიდარობის ნიშნად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩეხეთის რესპუბლიკას, ამ მძიმე წუთებში", - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები