26 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მიცემა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება - ვიქტორ ორბანი

უნგრეთი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება არ უნდა მიეცეს. განცხადებას პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ავრცელებს.

"დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მიცემა ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება", – ამბობს ვიქტორ ორბანი.

ის სთავაზობს ევროკავშირს, უნგრეთის თანხმობის გარეშე უკრაინას დაფინანსება მისცენ არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ ერთობლივი სესხის სახით.

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხი უკრაინის დაფინანსების საკითხს დაუკავშირდეს.

დღის ამბები