26 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს კანდიდატი წევრის სტატუსი მიენიჭება.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი აქცენტს ორბანთან დაკავშირებითაც აკეთებს და აცხადებს, რომ ის საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერია.

ამასთან, კალაძის თქმით, საქართველო მანამდეც იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

"ორბანი არის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის, ასე რომ საქართველო, რა თქმა უნდა, სტატუსს იმსახურებდა მანამდეც, როდესაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები