26 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
გახანგრძლივდება თუ არა ზავი ახლო აღმოსავლეთში - "ჰამასმა" კიდევ 16 მძევალი გაათავისუფლა

გახანგრძლივდება თუ არა ზავი ახლო აღმოსავლეთში - გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარე ანალოგიურ პირობებზე ზავის გასაგრძელებლად მზად არის, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება, ამ დრომდე, არ არის მიღებული. სწორედ ამ თემის განსახილველად და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოსაგვარებლად არის ჩასული ისრაელში, ომის დაწყებიდან უკვე მესამედ, ენტონი ბლინკენი.

გუშინ "ჰამასმა" კიდევ 16 მძევალი გაათავისუფლა - მათ შორის, 10 ისრაელის და 4 ტაილანდის მოქალაქე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჰამასმა" ტყვეობიდან რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანი გაუშვა. ტერორისტებმა ამ ქმედებას "პუტინისადმი ჟესტი" უწოდეს.

გუშინვე, შეთანხმების თანახმად, ისრაელმა ციხეებიდან 30 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

დღის ამბები