26 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და უსაფრთხოების საკითხებზე. ვახტანგ გომელაურმა და არმენ გრიგორიანმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, ისე - რეგიონული დიალოგის არსებობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა მიმართულებების განვითარებაში.

დღის ამბები