საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი რუმინეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მინისტრი, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით, რუმინეთის პარლამენტს მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, განსაკუთრებით - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასეთ გადამწყვეტ მომენტში," - წერს დარჩიაშვილი X-ის გვერდზე.