26 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ინკლუზიურობას ითვალისწინებს თავად ეს დოკუმენტი, ქვეყანა არ დაიქცევა თუ არ ჩაერთვებიან ამ 9 პუნქტის შესრულებაში, თუმცა უმჯობესი იქნება - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულებაში არ ჩაერთვება, ამით ქვეყანა არ დაიქცევა, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება, ხელისუფლებამ, ცალმხრივადაც მოახერხა.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, კარგი იქნება თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და პროცესში ჩაერთვება.

"ინკლუზიურობას ითვალისწინებს თავად ეს დოკუმენტი, თავად ეს გეგმა. თითოეული პუნქტი არის გაწერილი თავად ამ სულისკვეთებით და მითითებულია თითოეულ შემთხვევაში, რომ პროცესები წარიმართება ინკლუზიური ფორმით, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პატიების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. ვნახოთ, როგორი იქნება რეალური ჩართულობა.

ჩვენ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ყოველგვარი მათი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა თუ არ ჩაერთვებიან ამ 9 პუნქტის შესრულებაში, ქვეყანა მაინც წაიწევს წინ, თუმცა უმჯობესი იქნება თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და ჩაერთვება იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულებასთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები