26 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
ჩვენი ყველას სურვილია, რაც შეიძლება მალე შესრულდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ 9 ნაბიჯში არის გათვალისწინებული - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე და რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს.

"დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც ისედაც განსაზღვრული იყო და 12 პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილია. 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს მონახაზი. თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე და რეფორმაზე კონკრეტული ხედვა გვაქვს. გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც.

ჩვენ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, პრინციპში, უკვე დაწყებული გვაქვს. ილია დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრა და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, მათ ამ ინფორმაციას მივაწოდებთ მათ. ჩვენი ყველას სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე შესრულდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ 9 ნაბიჯში არის გათვალისწინებული. 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადაწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, სახალხო ეროვნული გამარჯვების ზეიმი, კონცერტი იყოს და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეს ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მუშაობის შედეგი," - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

დღის ამბები